განათლება
ეროვნულ კონფერენციაზე, სამცხე–ჯავახეთიდან, სამი პედაგოგი დააჯილდოვეს
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა თბილისში, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით, 300–მდე პედაგოგი მონაწულეობდა.
პედაგოგები სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნენ. კონფერენციის შემდეგ, სტუმრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაჯილდოვდნენ:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი- ლელა ჯავახიშვილი
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი- სვეტლანა ბიჩიკაშვილი
3. ახალქალაქის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი- ჰასმიკ კარაჰეტიანი
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.
Տարածեք :