ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხეში, მერიის შენობაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილე პაატა კლდიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სერტიფიკატები „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ 19 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა.