განათლება
ნინოწმინდის პანსიონს სახალხო დამცველი ხვალ ეწვევა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენი პანსიონში დაახლოებით 13:00 საათისთვის მივა.
ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა. სწორედ აღნიშნული შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ პანსიონის მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩავიდოდნენ.
Տարածեք :