განათლება
საუკეთესო მასწავლებლის ტიტული სამცხე-ჯავახეთში 6 პედაგოგს მიენიჭა
დღეს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვა.
,,მასწავლებლის აღიარების ჯილდო USAID-ის საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერების ძალისხმევის ნაწილია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ხელს ვუწყობთ მოსწავლეზე ორიენტირებულ რეფორმების განხორციელებას. ამასთანავე ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში მასწავლებლების პროფესიის მიმართ არსებული დამოკიდებულების შეცვლას. გვსურს ახალგაზრდებს მივცეთ მოტივაცია თავიანთი კარიერა განათლებას დაუკავშირონ" - აღნიშნულია USAID/Georgia -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები საუკეთესო მასწავლებლები დედაქალაქიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან გამოვლინდნენ.
სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი მასწავლებელი დაჯილდოვდა.
1. ელზა რაისიანი - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელია.
2. სუსანა მანასიანი - ახალციხის #3 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელია.
3. ლიანა კენჭოშვილი - ახალციხის #1 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელია.
4. ნინო ყურმაშვილი - ახალციხის #1 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელია.
5. ცისანა შერგილაშვილი - ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყები მასწავლებელია.
6. სილვა ბერუჯანიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე სომხურ ენაზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელია.
გამარჯვებულებს მხარდამჭერი კომპანია ,,მონოგრაფისგან" საჩუქრად ციფრული ტექნიკა გადაეცათ. „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია 16 ივლისს გაიმართა.
Տարածեք :