ონლაინსწავლების რეჟიმის მსურველი 1 035 მოსწავლის მშობელია
3-10 მარტის შუალედში ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 1 035 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განაცხადეს.
მათივე განმარტებით, 3-10 მარტის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 32 444-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.