ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 444 მოსწავლის მშობელმა დაწერა
26 მაისი -3 ივნისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 444 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განაცხადეს.
მათივე განმარტებით, 26 მაისი - 3 ივნისის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 1048-მა მშობელმა გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.