განათლება
ახალციხის საგამოცდო ცენტრში ეროვნულ გამოცდებზე 13 აპლიკანტი არ გამოცხადდა
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ტარდება.
ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა ინასარიძის თქმით, პირველ სესიაზე 205 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, აქედან 13 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი. გამოცდაზე კი 90 ათასამდე აპლიკანტია რეგისტრირებული.
Տարածեք :