განათლება
მანდატურის სამსახური სოციალური მუშაკის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს. სამცხე-ჯავახეთში ვაკანტურია 4 ადგილი: ახალციხის, ბორჯომისა ასპინძის, და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. (გადადით ბმულზე: https://bit.ly/3uTHnTN)
სოციალური მუშაკის ფუნქციებია:
· სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
· საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
· საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
· ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;
· კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.
Տարածեք :