გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართვას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართვას ავრცელებს.
NAEC-ის ინფორმაციით, დღევანდელ საგამოცდო სესიაზე სულ 11-მა გამოსაცდელმა დაიგვიანა.
ცენტრი გამოსაცდელებს მიმართავს:
,,დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებდნენ. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი ისტორიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სპორტისა და ფიზიკის გამოცდებს.
ორივე სესიაზე სულ გამოცხადდა 81%-მდე აბიტურიენტი და 85%-ზე მეტი მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე აპლიკანტი.
დაიგვიანა თერთმეტმა გამოსაცდელმა.
ხვალ გამოცდები ერთ სესიად ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა გამოსაცდელს, რომ არ დაიგვიანოს და ბარათზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში.
გისურვებთ წარმატებას!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.