განათლება
მათემატიკით დაინტერესებულებისთვის ცენტრი ,,ვექტორი" მიღებას აცხადებს
ახალციხე -ადიგენში მცხოვრები მათემატიკით დაინტერესებული ბავშვებისთვის, ცენტრი ,,ვექტორი“ მიღებას აცხადებს.
,,ვექტორის“ ხელმძღვანელის გიორგი ხუციშვილის თქმით, ზარზმის საშაბათო სკოლა 2009 წელს დაფუძნდა, 2018 წლიდან კი ბავშვთა აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება. შერჩეული ბავშვები, კომაროვის მეთოდოლოგიით სწავლობდნენ მათემატიკას.
,,შარშანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტური გამოვიდა ვექტორის პილოტური გაშვება, რადგან ივნისის თვეში ჩატარებული ოლიმპიადის მიხედვით (რომელშიც 1000 მოსწავლემდე მიიღო მონაწილეობა) მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში 90% საპრიზო ადგილების ჩვენი მოსამზადებელი ცენტრის მოსწავლეებმა აიღეს. ახალ სასწავლო წელსაც მაქსიმალურად მოტივირებულად ვხვდებით ახალი მიზნებით" - ნათქვამია განცხადებაში.
,,ვექტორი" 2022/2023 სასწავლო წლისათვის მოსწავლეების რეგისტრაცია დაწყებულია. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
სასწავლო პროგრამა სრულად ადაპტირებულია თანამედროვე მეთოდოლოგიებთან, ძირითადი კომპონენტები შედგება კომაროვის სკოლის სასწავლო პროგრამისგან.
Տարածեք :