განათლება
"ნამცხვრის და პიცის სახლი" ახალციხელ სტუდენტებს ფასდაკლებას უწესებს
"ნამცხვრის და პიცის სახლი" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
"უნივერსიტეტის ინიციატივით , ყოველდღე, 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შპს „ეს ელ კომპანია“ აწესებს სტუდენტურ საათს და გთავაზობთ 10% ფასდაკლებას ყველა სახის მომსახურებაზე.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წარადგინოთ სტუდენტური ბარათი და პირადობა." - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდებს ჩაერთონ აქციაში „თანადგომა სტუდენტებს“!
Տարածեք :