უცხო ენის გამოცდაზე 33 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენაში ტესტირებით გრძელდება. დღეს 12 ივლისს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 196 აპლიკანტიდან 7 არ გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 145 აბიტურიენტიდან, 26 მათგანი არ მივიდა საგამოცდო ცენტრში.
ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო მსვლელობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
მომდევნო გამოცდა აბიტურიენტებისთვის 14 ივლისს, ბიოლოგიაში ჩატარდება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მე-10 დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
საქართველოში სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი.