განათლება
100% - იანი გრანტის მქონე ახალციხელ სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
ახალციხის მერია 100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს. აღნიშნული ინფორმაცია მერიის ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"ძვირფასო პირველკურსელებო!
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.
ფულად ჯილდოს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.
დაინტერესებულმა პირებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახალი ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის ფულადი ჯილდო 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს“ ყოველწლიურად განახორციელებს.
საკონტაქტო პირი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე (ტელ. .577998735)" - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
Տարածեք :