განათლება
კომაროვის სკოლის 10-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო MIT-ის სრული დაფინანსება
„ამ პატარა საქართველოში არსებობს საჯარო! სკოლა, რომლის 10-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო MIT-ის ბაკალავრიატის სრული დაფინანსება.
MIT მსოფლიოში პირველ ადგილზეა (ჰარვარდი, ოქსფორდი, კემბრიჯი, სტენფორდი და MIT ეჯიბრებიან ძირითადად) ტექნოლოგიური სწავლების მიმართულებით.
მიღების მაჩვენებელია დაახლოებით 4%, ანუ 100 აპლიკანტიდან საშუალოდ იღებენ მხოლოდ ოთხს და ამ ოთხიდან დაფინანსებას აძლევენ საშუალოდ ორს“, - წერს „One World - სწავლა საზღვარგარეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატალია სამარგულიანი.
კომაროველების წარმატებას საქართველოს მოქალაქეები ეხმაურებიან.
,,MIT უცხოელებს ერთი ქვეყნიდან ერთს იღებს უმეტესწილად. იყო შემთხვევა ერთ წელს საქართველოდან ორი მიიღეს: ბირკაძე და თოლორაია. ასეთ ქვეყანას ვინ აღარ უტყაპუნებს თავში და ვინ არ გვასწავლის რა და როგორ უნდა ვასწავლოთ" - წერს ინესა კეშელავა.
კომაროვის სკოლისთვის, ადიგენში, სოფელი ზარზმის სკოლაში, "ზარზმის აკადემია" მათემატიკით დაინტერესებულ ბავშვებს გაძლიერებულად ასწავლის. შერჩეული ბავშვები, კომაროვის მეთოდოლოგიით სწავლობენ მათემატიკას.
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანამშრომელი, მაგდა ბობოხიძე წერს: ,,მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ "ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა".
საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს შანსი აქვთ ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში.
Տարածեք :