ასპინძაში დირექტორის არჩევნები ოთხ სკოლაში ჩატარდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი 18 სკოლიდან, ოთხ საჯარო სკოლაში, დირექტორის არჩევნები ჩატარდა.
აქედან ერთ სკოლაში ისევ მოქმედი დირექტორი აირჩიეს, ხოლო სამ სკოლაში ახალი ხელმძღვანელები შეირჩნენ.
ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ტრისტან მურადაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭომ სოფელ ორგორის სკოლის მოქმედი დირექტორი ნელი ნათენაძე, კვლავ ამავე პოზიციაზე შეარჩია. ასევე, ახალი დირექტორი ჰყავს სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლას, რომელსაც ახალა მანანა ხმალაძე უხელმძღვანელებს; სოფელ ოშორის საჯარო სკოლის, ახალი დირექტორი სოფო მელიქიძე გახდა, ხოლო სოფელ ხიზაბავრას საჯარო სკოლას მარინა ასპანიძე უხელმძღვანელებს.