აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს უცხო ენაში აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 10 ივლისს ისევ უცხო ენაში გრძელდება. აბიტურიენტები გამოცდების პირველ სესიაზე ინგლისურ ენას ჩააბარებენ, მეორე სესიაზე კი რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.
უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება დღეს დასრულდება, ხვალ კი ერთიანი ეროვნული გამოცდები უნარებში გაგრძელდება.
წელს დარეგისტრირებულია 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისსა და 11 ქალაქში. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26-ში ფიზიკის გამოცდით დასრულდება.