განათლება
რომელი პროფესიები იყო ყველაზე მოთხოვნადი წელს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი მონაცემები გამოაქვეყნა. მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაგიზიარებთ 20 ყველაზე მოთხოვნად პროგრამას, რომლებიც ჩამონათვალში პირველ ადგილზე ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა:
სამართალი, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 1495 აბიტურიენტს ეწერა.
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 1942 აბიტურიენტს ეწერა.
ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 1188 აბიტურიენტს ეწერა.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამები: 1. ეთნოლოგია; ისტორია; 3. არაბისტიკა; 4. ირანისტიკა; 5. თურქოლოგია; 6. ებრაისტიკა; 7.არმენოლოგია; 8. ასირიოლოგია; 9. შორეული აღმოსავლეთი. იაპონისტიკა; 10. შორეული აღმოსავლეთი. სინოლოგია; 11. ქართული ფილოლოგია; 12. ინგლისური ფილოლოგია; 13. გერმანული ფილოლოგია; 14. ფრანგული ფილოლოგია; 15. ესპანისტიკა; 16. იტალიანისტიკა; 17. კლასიკური ფილოლოგია; 18. ბიზანტიური ფილოლოგია; 19. ახალი ბერძნული ფილოლოგია; 20. რუსული ფილოლოგია; (ქართულენოვანი) 21. სკანდინავიური ფილოლოგია, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 671 აბიტურიენტს ეწერა.
ეკონომიკა, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ჩამონათვალში პირველ ადგილზე 628 აბიტურიენტს ეწერა.
არქიტექტურა, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 543 აბიტურიენტს ეწერა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 532 აბიტურიენტს ეწერა.
საზღვაო ნავიგაცია (ქ. ბათუმი), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 466 აბიტურიენტს ეწერა.
ქართული ფილოლოგია, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 456 აბიტურიენტს ეწერა.
1. ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 2. ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 3. ანგლისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 4. გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 5. საფრანგეთისმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 6. რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 7. ლიტერატურათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 442 აბიტურიენტს ეწერა.
სტატისტიკურ მონაცემებს ვრცლად გაეცანით ბმულზე.
Տարածեք :