რატომ გადადგა განათლების მინისტრი
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა.
გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში ინაცვლებს და ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად მიიღო. იმასაც განმარტავს, რატომ დატოვა განათლების მინისტრის პოსტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
„მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე ვბრუნდები კერძო სექტორში“, - განმარტავს მინისტრი და მმართველი გუნდის წევრებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილის მადლობას უხდის.
განათლება:
2014-2017 წწ. – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, აკადემიური ხარისხი – სამართლის დოქტორი“;
დისერტაციის კვლევითი სტაჟირება, მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი 2016 წ., ჰამბურგი, გერმანია;
2001-2006 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (ბაკალავრი/მაგისტრი);
2009-2010 წწ. – თავისუფალი უნივერსიტეტი, CBA (სერტიფიცირებული ბიზნესადმინისტრატორი);
1999-2000 წწ. – ალამოს უმაღლესი სკოლა, ტეხასი, აშშ, (AYA პროგრამა – აკადემიური წელი ამერიკაში).
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
2023 წლის 20 მარტიდან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
2021 – 2023 წწ. – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;
2020 – 2021 წწ. – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი;
2020 წელი – იურიდიული განათლების სტანდარტების შემუშავების საბჭო, საბჭოს წევრი;
2019 – დღემდე – IAUP (უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია), ასოციაციის წევრი;
2019-2020 წწ. – უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2015-2020 წწ. – თბილისის ღია უნივერსიტეტი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
2007 – 2010 წწ. – ლიტვური საინვესტიციო კომპანია „ბალტვესტა“, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/ქვეყნის პროექტის მენეჯერი;
2006-2007 წწ. – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მთავარი სპეციალისტი;
2004 წელი – Clinton Davis Pallis Solicitors, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, ადვოკატის თანაშემწე.