ახალციხის მეორე და მეხუთე სკოლის მოსწავლეებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
ახალცხის მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამარჯვებულმა მონაწილეებმა თავიანთი ესეების პრეზენტაცია გამართეს.
კონკურსის ყველა გამარჯვებულს შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები გადაეცა.
გარემოსდაცვითი კამპანია, ვერცხლისწყლის თემატიკით, პროექტის - ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება" - ფარგლებში მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით 2016 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.
პროექტის მიზანი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვაა.