ახალციხის გამგეობაში, გენდერულ თანასწორობაზე, ტრენინგი ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, თემში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, გენდერულ თანასწორობაზე ტრენინგი ჩატარდა.
გამგეობის ინფორმაციით, ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა მარიამ ზაზაძემ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, არსებულ სტატისტიკაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და მის შედეგებზე ისაუბრა.
ტრენინგის მეორე ეტაპზე ახალგაზრდებმა თემაზე "ქალისა და მამაკაცის როლი საზოგადოებაში" ჯგუფებში იმუშავეს და პრეზენტაციები მოამზადეს. ასევე, დღევანდელ რეალობაზე და პრობლემის მოგვარების გზებზეც იმსჯელეს.
ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახური ახალგაზრდებისათვის მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.