რატომ ვერ აირჩიეს რექტორი? – პროფესორების მოსაზრებები და ვარაუდები
04.07.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები რექტორის არჩევნების ჩაშლის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.
შედეგების მიხედვით, ვერ მოხდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის არჩევა. პარალელურად მოქმედ რექტორს უფლება–მოსილების ვადა ამოეწურა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მოულოდნელმა შედეგმა წესდებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. არჩევნები ჩაიშალა, ხოლო სასწავლებლის ხელმძღვანელს უფლება–მოსილების ვადა ამოეწურა. უნივერსიტეტის იურისტის განმარტებით, სამართლებრივი ჩიხიდან გამოსასვლელად აკადემიურმა საბჭომ წესდებაში ცვლილება უნდა შეიტანოს, რომლის მიხედვითაც მას უფლება მიეცემა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საარჩევნო კოლეგია რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ირჩევს. თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კანონი შემდგომ პროცესებს ვერ არეგულირებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში სასწავლებელი არასდროს აღმოჩენილა, შესაბამისად, ეს დეტალები არც მათ წესდებაშია გაწერილი.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 3 ივლისს ჩატარდა. 4 გაბათილებული ბიულეტენის გამო, პროცესი ჩაიშალა. 4 ივლისს მოქმედ რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მოვალეობის შემსრულებლის დასახელებას დრო სჭირდება, შესაბამისად უმაღლეს სასწავლებელს რექტორი არ ჰყავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.