მერაბ ბერიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს გამოეთიშა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება – მერაბ ბერიძე მიზეზს არ ასახელებს.
"კანდიდატურა არავის სასარგებლოდ არ მომიხსნია. მივეცი საშუალება, რომ სხვები გავიდნენ" – განუცხადა ბერიძემ "მე–9 არხს."
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამჟამად 5 კანდიდატი იბრძვის: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია, თინა გელაშვილი და რევაზ ზედგინიძე.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, 8 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, 4 წლის ვადით აირჩევს. მანამდე კი, რექტორობის კანდიდატებს, საბჭოს წინაშე სამოქმედო პროგრამის წარდგენა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, 2017 წლის 3 ივლისს
ჩატარდა. 4 გაბათილებული ბიულეტენის გამო, პროცესი ჩაიშალა.
11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე
აირჩია.