მედია
სოლიდარობა ნაცემ ჟურნალისტებს - ახალციხეში აქცია მიმდინარეობს
შავნიღბიანების მიერ ნაცემი ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები საქართველოს ოთხ ქალაქში - ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობს. ჟურნალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმები და ძალადობის წახალისება, ცემის ფაქტები კი გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.
,,რატომ ვართ აქ? იმიტომ, რომ სხვანაირად, უბრალოდ არ შემიძლია. იმიტომ, რომ რაც მიმდინარეობდა რუსეთში, არ გვინდა იყოს აქ. გვინდა ევროპული მომავალი. როცა ვხედავთ, როგორ უსწორდებიან აქციაზე გადასაღებად მისულ ჟურნალისტებს და ამ დროს მხარეზე და ა.შ. მიგითითებენ, უბრალოდ სირცხვილია. ამ აქციით გვინდა ვაჩვენოთ დაზარალებულებს, რომ ისინი მარტო არ არიან. როგორ დავიცვათ თავი? თუ სახელმწიფო ვერ გიცავს, იძულებული ხარ საკუთარი თავი შენ თავად დაიცვა" - განმარტავს სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ნათენაძე.
,,აქ მოვედი იმიტომ, რომ ვუთხრა ადამიანებს, არ შეიძლება ასეთი ,,ხოცვა და ჟლეტა", რადგან გუშინ თუ მედიის წარმომადგენლები იყვნენ, ხვალ სხვა პროფესიის ადამიანები იქნებიან /დაზარალებულები/. ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია, რომ ასე გამოსვლით და ხმის ამოღებით არ იწუხებს ყველა თავს და მინდა, რომ ეს იყოს საერთო პროტესტი, რადგან მსგავს ძალადობებზე ჩვენ თუ პროტესტი არ გვექნება, მაშინ მონები უნდა ვიყოთ. მონად ყოფნა კი არ მინდა" - აღნიშნავს ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი.
აქცია ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან მიმდინარეობს მიმდინარეობს. აქციაზე იმ ჟურნალისტების ფოტოებია გამოფენილი, ვინც 28 ნოემბრიდან დღემდე აქციაზე სხვადასხვა დროს დაშავდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ტვპირველის დაშავებული ჟურნალისტების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ.
,,სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა. სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს იყო საზმაუს ჟურნალისტი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა ორკმა ესროლა სახეში დამიზნებით პიროტექნიკა. არ დაგიგმია არც ერთხელ ეს ფაქტი, სირცხვილია, რატომ იცი? იმიტომ რომ ნაცი ხარ და ნაცები ხართ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია," - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მედიის წარმოამდგენლების თქმით, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება, მსგავსი ძალადობები გამოიძიოს. "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე შავნიღბიანები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ საერთო აქცია გაემართათ ქვეყნის ოთხ ქალაქში.slot gacor situs toto Situs slot gacor demo slot gacor situs slot gacor situs toto slot gacor link slot gacor toto SITUS TOTO slot 4d situs slot gacor toto 4d slot gacor situs toto slot gacor situs slot gacor slot gacor hari ini Link Slot Gacor Slot Gacor situs toto 4d situs toto situs toto slot demo link slot gacor link slot gacor slot situs slot gacor slot gacor gampang menang slot slot gacor hari ini slot gacor slot 4d gacor slot slot gacor hari ini
Տարածեք :