რეგიონი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს - უკრაინა
უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Fox news-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რისკების ერთობლიობა შესაძლოა ნიშნავდეს რადიაციის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობის მნიშვნელოვან გაუარესებას მომდევნო კვირებსა და თვეებში, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. მას შემდეგ მათ პერსონალი მძევლად ჰყავთ აყვანილი.
ასევე ნახეთ:
Տարածեք :