რეგიონი
რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია - ისრაელის პრემიერი
რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინა აღარ ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.
„ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა რამეს მივაღწიოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მეგობრებთან ერთად მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :