ლუგანსკში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რუსების თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია.
„სამშაბათს, დაახლოებით 20 საათზე, მტერი რუბეჟნოეში მრავალსართულიან შენობას თავს დაესხა. ბომბი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა 3 გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 2 ბავშვია.
მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მოქალაქეებზე თავდასხმას. დღეს სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ე.წ „რუსული მშვიდობა“ პატარა ბავშვების მკვლელობას ნიშნავს“ - წერს გაიდაი ფეისბუქზე.
გაიდაის თქმით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი ქალაქის რამდენიმე შენობას მათ შორის სკოლასა და საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდათ. ამასთანავე დაზიანდა გაზსადენიც.