რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი
რუსულმა ძალებმა წუხელ სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი, - ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი იუწყება. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც.
„წუხელ ოკუპანტები სუმის ოლქში გლუხოვს ვერტმფრენებიდან ესროდნენ. სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, არის დანაკარგები ადგილობრივ მოსახლეობაში“, - აღნიშნა გერაშენკომ.