რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რაც მოსკოვის ბირჟის, ასევე, მისი წევრების, ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
EastFruit-ის ცნობით, რუსეთში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა დროებით პარალიზებულია, ხოლო ფასები გაზრდილია.
რუსეთში ხილ-ბოსტნეულის მთავარ მიმწოდებლებს შორის ისეთი ქვეყნები გამოირჩევიან, როგორიც თურქეთი, ეკვადორი და ეგვიპტე. ამჟამად ისინი ახალი კონტრაქტების დადებას არ ჩქარობენ, რადგან გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, თუ როგორ მოხდება მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშსწორება.
EastFruit-ის შეაფსებით, იმპორტიორებმა რუსეთის ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის ფასებში ახალი სავალუტო რისკებისა და ტრანზაქციების გარანტირებულად გაზრდილი ხარჯების ასახვა უკვე დაიწყეს. კერძოდ, ბოსტნეულისა და ხილის უმეტეს პროდუქტებზე ფასები, ფაქტობრივად, ერთ დღეში შესამჩნევად გაიზარდა. მითუმეტეს, ამჟამად რუსეთის ბაზარზე, ძირითადად, იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული იყიდება და, შესაბამისად, რუს მომხმარებელს მეტის გადახდა მოუწევს.