"ტაოს“ მორაგბეები პრინციპული მატჩისთვის ემზადებიან
მესხი მორაგბეები პირველი ლიგის XII ტურის საშინაო შეხვედრას გამართავენ.
„ტაო“ ოზურგეთის ,,არწივებს" 9 მარტს, 15:00 საათზე შეერკინება.
ჯერ არ გადაწყვეტილა, სად გაიმართება თამაში - ახალციხეში თუ ასპინძაში.
კლუბის პრეზიდენტის თქმით, ეს შეხვედრა მესხი მორაგბეებისთვის პრინციპულია.
„პირველ ლიგაში გადმოსვლისას ვთქვით, რომ მაქსიმუმ, ოთხეულში მოვხვდებოდით. აქ კი ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ოზურგეთი, რადგან ერთნაირი ქულები გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.
იგი მოქალაქეებს მატჩზე ეპატიჟება. პირველ ლიგაში მორაგბეებს გულშემატკივრების მხარდაჭერა დასჭირდებათ.