სპორტი
დავით გასიტაშვილი ჩემპიონი მეორედ გახდა
თელავში გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაში დავით გასიტაშვილმა I ადგილი დაიკავა. წარმატებული შედეგი მან 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. დიპლომი დავით გასიტაშვილს საქართველოს პაუერლიფინგის ფედერაციამ გადასცა.
27 წლის დავით გასიტაშვილისთვის ეს პირველი სპორტული წარმატება არ არის. მან ძალოსნობის პარაოლიმპიურ სახეობაში თებერვალში იასპარეზა და მაშინაც პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში 24 თებერვალს თბილისში, ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
გასიტაშვილმა აქტიური ვარჯიში დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. ის სპორტული კარიერის მოწყობას და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას აპირებს.
Տարածեք :