საქართველოს ნაკრების მატჩი პორტუგალიასთან დაიწყო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან დაიწყო. მატჩი გელზენკირხენში იმართება.
მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე ეროვნული ნაკრების და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობები გახდა ცნობილი.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის დაბებსა და ქალაქებში.