ნინოწმინდაში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა
ნინოწმინდაში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა, რომლის მიზანსაც ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას წარმოადგენს. სპორტული ღონისძიება, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბის "დინამო თბილისის" აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში უკვე მეორედ ჩატარდა. გაზაფხულზე მსგავს ღონისძიებას ახალციხემაც უმასპინძლა, სადაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი მუნიციპალიტეტების სპორტულ გაერთიანებებსა და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების ბოლოს საფეხბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდები სამახსოვრო სუვენირებით, სასკოლო ინვენტარით და თასებით დაჯილდოვდნენ.
26-27-28 სექტემბერს, "დინამოს" აკადემია რეგიონულ საფეხბურთო სკოლებში "დინამოს" მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ სემინარებს ჩაატარებს, რომელსაც რეგიონის მწვრთნელები დაესწრებიან.