სოფელ კლდეში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად აალდა.
სრულად დაიწვა მეორე სართული. ხანძარმა ჩააღწია პირველ სართულამდე და მეზობლის ფარდულზეც გადავიდა.
ხანძრის გამო, სოფელში ელექტროენერგია გაითიშა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ლიკვიდირებული ჯერ არ არის.