სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვეტერანებს ისევ გამოსახლება ემუქრებათ
01:25 / 22.02.2018
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალციხის სკოლის, ყოფილ შენობაში შესახლებულ ვეტერანებს გამოსახლება
მოუწევთ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოთხ ოჯახს თავშესაფრის გარეშე ტოვებს. ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში ვეტერანები, კვლავ ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინში ცხოვრობენ. უკანონოდ შეჭრილ ოთხ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის 17 ნომერში მდებარე შენობიდან ოჯახების გამოსახლებისა და ბაჟის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ ვეტერანები და გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება.
ვეტერანები ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელს სთხოვდნენ, თუმცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შესაბამისი ფართი არარსებობის მიზეზით, მერიამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
შენობა, სადაც ახლა ვეტერანები ცხოვრობენ ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ უზურფრუქტის წესით სააგენტოს, 2014 წლის 4 ივნისს, გადასცა. ხელშეკრულების მიხედვით, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ შენობაში სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნა იგეგმება.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა უკანონოდ, 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. მათმა ნაწილმა, შენობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამ დროისათვის აქ მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.