თუ კიდევ მივიღებთ კოვიდინფიცირებულებს, შესაძლოა ახალდაბა ჩაიკეტოს - გუბერნატორი
20:39 / 16.04.2020
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა განმარტა, რა შემთხვევაში მოექცევა ბოჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალდაბა სრულ იზოლაციაში. ბესიკ მირანაშვილის თქმით, საკოორდინაციო შტაბი ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის პასუხებს ელის, რის მიხედვითაც გადაწყვება, გამკაცრდება თუ არა კარანტინის პირობები რეგიონში.
10 პირის ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის დღეს, 16 აპრილს გააგზავნეს. მათ შორის არიან კორონავირუსით დაინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი პირები.
ამირანაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს კავშირი ჰქონდა არა მხოლოდ ახალდაბელებთან, არამედ სხვა სოფლის მოსახლეობასთანაც. მხარის გუბერნატორის თქმით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ისინი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ახალდაბაში მშობლებთან თბილისიდან ჩამოვიდა. ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს ინფიცირებულის და, თუმცა მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.