საზოგადოება
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად მგფ-ს ტერიტორია გადაეცა
ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება. მერიამ ტერიტორია მუნიციპალური განვითარების ფონდს, საკრებულოს თანხმობით, სამი წლის განკარგვის უფლებით გადასცა. საკითხს დეპუტატებმა მხარი საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. ტერიტორია, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს, ასპინძის ქუჩა #44 მდებარეობს და 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, მშენებლობა სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება და დაახლოებით, 20 თვე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 13,5 მლნ. ლარია.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის და სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებაზე, ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე ავარიული შენობა დგას. მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის მერიისგან მის დემონტაჟს ითხოვდა, რაზეც საკრებულოს დეპუტატებმა უარი განაცხადეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მგფ-ს ტერიტორია არსებული სახით გადაეცემა.
გააზიარეთ :