ვალეში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
დღეს, 2 დეკემბერს ქალაქ ვალეში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 ნოემბერს COVID 19 მამაკაცის მეუღლეს დაუფიქსირდა, შემდეგ კი სიმპტომები თავადაც გამოუვლინდა.
ინფიცირებულები მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადიოდნენ. მოგვიანებით კი მამაკაცის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით 21 ადამიანია გარდაცვლილი.