ახალქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართება
31 იანვარს, ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობის მოთხოვნაა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო-რუსეთის საზღვარიც გაიხსნას. ადგილობრივებთან ერთად აქციაში მონაწილეობას ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტიდანაც მიიღებენ.
"საზღვრები ყველგან გაიხსნა და ჩვენთან არა. იქნებ ამ შეკრებით რაღაც გამოგვივიდეს და რუსეთის საზღვარიც საბოლოოდ გაიხსნას", - აცხადებს ადგილობრივი სამველ მნოიანი.
ჯავახეთში, ადგილობრივების ძირითადი შემოსავალს მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებით გამომუშაველი თანხები წარმოადგენდა. საზღვრების ჩაკეტვით კი ათეულობით ოჯახი სამუსაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩა.
"ჩვენი ძირითადი შემოსავალი სეზონურ სამუშაოებიდან მოდის, საზღვრები რომ არ გაიხსნას რა გვეშველება?" - ამბობს სერიოჟა მალხასიანი.
საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტა.
ფოტო არქივიდან.