სხალთის ეპისკოპოსი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ქადაგებისას გამოეხმაურა. მეუფე სპირიდონმა ამბიონიდან მედია და სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი რწმუნებულები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. დაწესებულების წარმომადგენელმა მიზეზად, სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ვიზიტის მიზანი მონიტორინგის განხორციელება იყო.
იმის გამო, რომ პანსიონატში არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უშვებენ და არც სახელმწიფო სოციალურ მუშაკს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო-ს ბავშვის კომიტეტიდან მიიღეს შეტყობინება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიების გამოცემის შესახებ.
აღმზრდელების მხრიდან, ბავშვთა მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას ადასტურებს დეკანოზი ფილიპე აბაშიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადრე ხდებოდა და ის თანამშრომლები პანსიონში აღარ მუშაობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.