35 წლის ფიქრია ბარბაქაძე ამჯერად სამხარაულის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზით ცდილობს დაადასტუროს, რომ 2016 წელს, ოპერაციისას ამოჭრილი მარჯვენა ფალოპის მილი ადგილზეა. ექიმებს აღნიშნული ორგანო რომ არ ამოუჭრიათ, ეს ოთხი წლის შემდეგ აღმოაჩინა. მას შემდეგ დაიწყო ახალგაზრდა ქალის ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად.