რეგიონი
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარის მოთხოვნებია:
- ცეცხლის შეწყვეტა;
- ზავი;
- ჰუმანიტარული დერეფნები დაბომბილი სოფლებიდან და ქალაქებიდან, მცხოვრებლების გასაყვანად.
მოლაპარაკების მეორე რაუნდი გასაიდუმლოებულ ადგილას მიმდინარეობს და მას დელეგაციის წევრები უცვლელი შემადგენლობით ესწრებიან.
უკრაინულ მხარეს დავით არახამია ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარისგან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდამდე ითხოვეს, თუმცა რუსულმა მხარემ, ამისი გარანტია მათ არ მისცა.
გააზიარეთ :