რეგიონი
რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს. ჰუმანიტარული დერეფნები დღეს მოსკოვის დროით 10:00 საათზე ქალაქ მარიუპოლისთან და ვოლნოვახასთან გაიხსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, დერეფნები გაიხსნა, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვოს ქალაქები და ეს შეთანხმებულია უკრაინის ხელისუფლებასთან.
ამ შეთანხმებას მხარეებმა უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდზე მიაღწიეს, რომელიც 3 მარტს შედგა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :