რეგიონი
ლუგანსკის რეგიონიდან ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით 12 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ლუგანსკის რეგიონიდან უკვე 12 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ "ტელეგრამის" არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12 500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა“, - განაცხადა გაიდაიმ.
მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს.
"ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა პოპასნაიადან და რუბეჟნოედან, რადგან სროლები აქ არ შეწყვეტილა“, - აღნიშნა მან.
რუსეთი და უკრაინა, 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე გუშინ შეთანხმდნენ.
interpressnews.ge
გააზიარეთ :