დღის ფრაზა
რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი - პოდოლიაკი
რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ უკრაინას აღარ შეეხება.
„რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმა, გლობალური კომპანიებისთვის რუსული ბაზრების დახურვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, რუსული ლობისტებისა და მედიის სრული აკრძალვა ევროპაში, დროის საკითხია. რაც უფრო გვიან გაკეთდება, უფრო სავარაუდოა მსოფლიო ომი და არა მხოლოდ უკრაინაში“, - წერს პოდოლიაკი.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :