,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სახელით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მერუჟან კარახანიანი მიიღებს.

ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საზოგადოებას პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს. დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, ბეჟან გუნავა და კახა კუკავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც თავად აღნიშნეს, მათი მიზანი სამართლიანი სახელმწიფოს შენებაა.
|