SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება გამოხატონ საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე - NGO
რადგან საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკონტროლებს, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ყოფილი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის თაობაზე - ამასთან, მოვუწოდებთ ეუთო/ოდირს, შემჭიდროებულ დროში დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესაბამისად,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის – ჩადენილი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შელახვის გამო“.

„არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნის.

სანქცირებული მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით, რეჟიმი ცდილობს, დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების შემდეგ, პარლამენტის ყველა წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, უარი თქვა მანდატზე და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული და არც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო უზრუნველყოფილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და შედეგების ლეგიტიმურობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ანალოგიური მოწოდება ჰქონდა ევროპარლამენტსაც.

არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. თუმცა, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმაციას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ აღიარებს, არ არსებობს ოპოზიციაც, რომელიც საგამოძიებო კომისიაში იქნებოდა წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთპარტიული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა.

არაკონსტიტუციური დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, „ქართული ოცნების“ რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები გადაფაროს ძველი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით, პარალელურად კი პროპაგანდისტული მეთოდებით საინფორმაციო მანიპულაციები აწარმოოს. ამასთან, ამ არაკონსტიტუციური კომისიით „ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, რომ პოლიტიკისგან დაცლილ არალეგიტიმურ პარლამენტში გარკვეული პოლიტიკური პროცესი თუ დებატი მიმდინარეობს.

არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციური კომისიის ფარგლებში დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით ხდება ადამიანების დაბარება არაკონსტიტუციურ კომისიაზე, რათა მათი გამოცხადებით არალეგიტიმურმა პარლამენტმა იძულებითი ლეგიტიმაცია შეიძინოს.

საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ პირების მიმართ, ვინც არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ კომისიაზე არ გამოცხადდნენ – უწყებამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა სასამართლოს.

აღნიშნულის მიზანია, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრნენ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები და „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის მიუღებელი პირები. შეგასხენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს სასამართლო სისტემის ე.წ. კლანის ლიდერები სანქცირებულები არიან გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან – სანქციების საფუძველი მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემების „ქართული ოცნებისთვის“ დაქვემდებარება და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 10 აპრილის რეზოლუციაში დაგმო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნა მისი ფართო უფლებამოსილების გამო. ამასთან, ასამბლეამ წუხილი გამოთქვა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გამო. განსაკუთრებით აღინიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი წევრების კომისიაზე დაბარება მათ მიერ საპარლამენტო ასამბლეის წევრის უფლებამოსილების შესრულების გამო და აღინიშნა, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკონტროლებს, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ყოფილი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის თაობაზე. ასევე, მოვუწოდებთ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის – ჩადენილი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შელახვის გამო.

ამასთან, მოვუწოდებთ ეუთო/ოდირს, შემჭიდროებულ დროში დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – HRC; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – DRI ; „დემოკრატიის მცველები“ – DemDef; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ – EGI; ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი – EPRC; „თბილისი პრაიდი“; „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ EEMCD; „მწვანე ალტერნატივა“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR; „პრევენცია პროგრესისთვის“; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ – SOVLAB; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – TI; „სამოქალაქო იდეა“; „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ – CSF; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – GYLA; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – GDI; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საფარი“; „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ – TDI; „უფლებები საქართველო“ – RG; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ – WISG; „ყვარლის ევროკლუბი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ – GCRT; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ – GRASS.
Print E-mail
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« ივლისი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle livezeta libraryyouwinmarsbahisdeneme bonusu veren sitelermariobet girişbelugabahis girişcasinolevantdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerbetpark girişkralbet girişsahabet girişsahabet girişikimisli girişcasinolevantcasinolevant girişdeneme bonusu veren sitelerbahiscomfixbetbetofficebelugabahis girişpincoantep escortsahabetSakarya escortSakarya escortheets메이저놀이터 먹튀검증 먹튀위크Betwoon Girişonwin girişcasino şansdizipalcasibomjojobet giriştwitter video downloadercasinolevantkralbetonwinbycasinobetparkankara escortпокердомglory casinodeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusuprimebahissfenks kedisioyunlar cocukbahiscomerkek parfümborsamap scores by grade level 2024Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansmersobahisiqos 3 duovozolgrandpashabetmarsbahisbetgaranti girişcasibombahis forumçeşme escortizmir escortsoundcloud downloaderKıbrıs Zoom Casinokıbrıs zoom casinokıbrıs zoom casino betcebinde girişbetcebinde girişbetcebinde girişbetcebinde girişbetabahis girişbetabahis girişbetabahis girişgorabet1xbetbahsegelbahsegelbuy drugspubg mobile ucbetgit giriş adresicasibomBerlinbet girişdeneme bonusu veren sitelerDeneme Bonusu Veren Siteler 2025Sterlinbet girişEyfelcasino girişAsyabahis girişcasinoprom girişsohobet girişcashback girişfreybet girişcasibombuy drugs onlinebuy drugs onlinesuperbetphantomcasibom girişelektronik sigarasekabet girişbycasino girişbuy drugs onlinecasibommarsbahissahabetonwinbuy drugs onlineNews trendlinecasibombuy drugsplastik şişepet şişekralbet girişonwin girişTarafbetkıbrıs zoom casinokıbrıs zoomkralbetcasibomgaribanbet girişbetciobetcio girişsekabet girişbetciocasibomonwinmarsbahismatadorbetholiganbet kayıt olholiganbetshopierbetgarantiHazbetbahis siteleriHazbetzenginsin zenginsin giriş zenginsin güncel adresbetscosmos girişultrabetmarsbahistarafbet güncel girişviagra fiyatmarsbahisjojobetcasibom girişcasibomkopazarmatadorbetdinamobetKamagra jeljojobetmilanobethttps://custom.novacloset.com/vox casinodeneme bonusudeneme bonusu veren sitelerterea fiyatıbets10bypuffsuperbetgrandpashabetgrandpashabetpornodeneme bonusugrandpashabet güncel girişgrandpashabet güncel girişmcdvoice.com survey with receiptmcdvoice.com survey with receiptwww.prepaidgiftbalance.com visaaresbetsekabetbetebetbetparkmeritbetjustin tvperabetekrem abideneme bonusu veren sitelertaraftarium24selçuksportshalka arzperabetmilanobetcasibombetkolikcasibomvaycasinoextrabetimajbetmavibet1xbettaraftariumفيلم سكسultra slotMarsbahis, Marsbahis Giriş, Marsbahis Güncel GirişMarsbahisQueenbet girişwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetbetorderpalacebet twitterroyalbet güncel girişodeonbetgrandpashabetcasinofast twitterpadişahbetfixbet twittergalabet güncel girişgalabetdeneme bonusu 2025sekabetsekabetmeritbetmeritbetdeneme bonusudeneme bonusu veren sitelerbetturkeybetcioextrabetultrabetmavibetcasibomsahabetcasibommaltcasinobetnanojojobetbahsegelimajbetnakitbahisholiganbetbets10extrabetbetgaranti giriştrbettrbet girişcasibomjojobet girişjojobetjojobetbetasusbetasus