“მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.
გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 10 რეგიონში მიმდინარეობს.
|