,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება. ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტია კანდიდატად, ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაასახელებს. ბესიკ ხითარიშვილმა განაცხადა, რომ ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაზე“ არჩევანი პარტიის საგარეო პოლიტიკის გამო შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხითარიშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი, 2012 წლის ექვსი დეკემბრიდან, სამი თვის განმავლობაში ეკავა.
|