საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 38–ვე სასწავლო დაწესებულებაში პროცესი
მშვიდ ვითარებში მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი ყველა სკოლაში 09:00
საათზე გაიხსნა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ფუნქციები ფარული
კენჭისყრით გადაინაწილეს. საარჩევნო ყუთებში მოხდა საკონტროლო ფურცლის
ჩაგდება, რის შემდეგაც ზუსტად 10:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი
დაიწყო. “პირველი ამომრჩეველი 10:00 საათზე გვყავდა. მას შემდეგ
პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ყვყავდა ზემდგომი ორგანოებიდანაც
დამკვირვებლები. ასე რომ, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს
არჩევნები” – აცხადებს #1–ლი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს
საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ციცინო თათენაშვილი. საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის
უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე სკოლები ექვს
პედაგოგსა და ექვს მშობელს ირჩევენ. ხმის მიცემა 16:00
საათზე შეწყდება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება. სამეურვეო
საბჭოს არჩევნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში აკვირდებიან. არჩევნებზე
დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, პროცესში
ჩასართავად მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის
წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს
დისციპლინურ კომიტეტს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებს და მშობლების
3 წლის ვადით ირჩევენ. თიკო კურტანიძე
საქართველოს საჯარო სკოლებში
სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 38–ვე
სასწავლო დაწესებულებაში პროცესი მშვიდ ვითარებში მიმდინარეობს.
საარჩევნო უბანი ყველა სკოლაში 09:00 საათზე გაიხსნა, რა დროსაც
კომისიის წევრებმა ფუნქციები ფარული კენჭისყრით გადაინაწილეს.
საარჩევნო ყუთებში მოხდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდება, რის შემდეგაც
ზუსტად 10:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
“პირველი ამომრჩეველი 10:00 საათზე გვყავდა. მას
შემდეგ პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ყვყავდა ზემდგომი
ორგანოებიდანაც დამკვირვებლები. ასე რომ, წესების სრული დაცვით
მიმდინარეობს არჩევნები” – აცხადებს #1–ლი საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოს საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ციცინო
თათენაშვილი.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის
თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს
არჩევნებზე სკოლები ექვს
პედაგოგსა და ექვს მშობელს ირჩევენ.
ხმის მიცემა 16:00 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც ხმების დათვლა
დაიწყება.
სამეურვეო საბჭოს არჩევნებს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში აკვირდებიან.
არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ,
პროცესში ჩასართავად მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა
გაიარონ.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის
დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს,
ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებს და მშობლების 3 წლის ვადით
ირჩევენ.
თიკო კურტანიძე