თაფლის სრულყოფილი შემოწმება ანტიბიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე საქართველოში არცერთ ლაბორატორიას შეუძლია.
თუმცა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებული სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.
ახალციხელი მეწარმე გიორგი მერაბიშვილი, რომელიც ამავე დროს ფერმერთა საბჭოს ხელმძღვანელობს, შიშობს, რომ შექმნილი მდგომარეობა მცირე მეწარმეების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს. მერაბიშვილის აზრით,
ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შანსიც აქვთ და სურვილიც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოში ლაბორატორიის არარსებობის გამო მათთვის ეს დიდ ხარჯსა და დროს ნიშნავს.
,,ანტიბიოტიკზე ლაბორატორიული კვლევები გერმანიაში ან ლატვიაში სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაფინანსებით იგზავნება, გროვდება მინიმუმ 100 ნიმუში და ამის შემდეგ ხვდება ევროპაში. პასუხი მოდის 5–6 თვის შემდეგ, როდესაც თაფლი ძირითადად უკვე რეალიზებულია. დამაბინძურებლად ითვლება 1 გრამი ანტიბიოტიკის მემილიონედი ნაწილი, ანუ 9 მიკროგრამი მეტრონიდაზოლი რაც უკვე ნოლზე მეტია”.
ამბობს, რომ რეგულაციების მიხედვით, დაწუნებული თაფლი რეალიზაციიდან უნდა ამოეღოთ და გაენადგურებინათ, თუმცა პასუხის ჩამოსვლამდე მან თაფლი გაყიდა, რის შედეგად მხოლოდ მომხმარებელი დაზარალდა. გიორგი მერაბიშვილსთვის გაურკვეველია, რამ განაპირობა ქართულ თაფლში შარშან ანტიბიტიკების მატება.
,,თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობის ტენდენცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლებისკენ მიდიოდა, 2017 –ში კი ისევ მნიშვნელოვნად მოიმატა. საიდან და როგორ გაჩნდა, რა იყო ამის მიზეზი ჯერ ვერ დავადგინეთ. გამოდის ისე, რომ სახელმწიფოს აქვს აკრძალვები თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობაზე, თაფლის სინჯებს კვლევისთვის აგზავნის უცხოეთში, იქიდან მოდის უარყოფითი პასუხი და ამის შემდეგ ვეღარ ხერხდება დაბინძურების გამომწვევი მიზეზის დადგენა და მასზე რეაგირების მოხდენა. ანუ არ მუშაობს ეს მექანიზმი. რჩება ორი გამოსავალი – ან გაუქმდეს აკრძალვები, ან გაკეთდეს ლაბორატორია, რომ ოპერატიულად იყოს პასუხები მეწარმისთვის მიწოდებული და დამაბინძურებლის დადგენა შესაძლებელი”.
ამბობს, რომ რეგულაციების მიხედვით, დაწუნებული თაფლი რეალიზაციიდან უნდა ამოეღოთ და გაენადგურებინათ, თუმცა პასუხის ჩამოსვლამდე მან თაფლი გაყიდა, რის შედეგად მხოლოდ მომხმარებელი დაზარალდა. გიორგი მერაბიშვილსთვის გაურკვეველია, რამ განაპირობა ქართულ თაფლში შარშან
ანტიბიტიკების მატება.,,ტენდენცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლებისკენ მიდიოდა, თავიდან ამოვიდა 50 ნიმუში, მერე 30 და ბოლოს 1–ში. 2017 –ში კი ისევ ბევრში. საიდან და როგორ გაჩნდა, რა იყო ამის მიზეზი ჯერ ვერ დავადგინეთ. გამოდის ისე, რომ სახელმწიფოს აქვს აკრძალვები, მონაცემებს აგზავნის უცხოეთში, იქიდან მოდის უარყოფითი პასუხი და ამის შემდეგ რას აკეთებს არ იცის. ანუ არ მუშაობს ეს მექანიზმი. რჩება ორი გამოსავალი – ან გაუქმდეს აკრძალვები, ან გაკეთდეს ლაბორატორია, რომ ოპერატიულად იყოს პასუხები მეწარმისთვის მიწოდებული”.პრობლემა რომ მრავალმხრივია ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს. კოტე ჟღენტის განმარტებით, საქართველოდან ერთ ტონა თაფლს ცოტა ხანში რაჭიდან გააგზავნიან, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყოველ დაწურვაზე უნდა ჩატარდეს კვლევა. ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია სამინისტროს მეფუტკრეების 120–ივე პარამეტრზე უფასო ავტორიზაციას სთავაზობს, (ახლა მხოლოდ ოთხ პარამეტრზე აქვთ ავტორიზაცია გავლილი), რათა თაფლის კვლევა საქართველოში ჩატარდეს და ევროპაში მხოლოდ დადასტურებული ნიმუშები გაიგზავნოს.
,,500 ევრო გადაიხადო და გაარკვიო, რომ თაფლი არ ვარგა, ასეთ შემთხვევაში ქართველი მეწარმეც ცოდოა. ქვეყანაში რაციოანლურად არ ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. ყველას ჰგონია, რომ თაფლის გატანა მარტივია. სანამ მეფუტკრეობის მიმართ სერიოზული მიდგომა არ იქნება, ეს დარგი საქართველოში არ განვითარდება. სანამ ცოდნა არ იქნება, ბიზნესი არ განვითარდება. ერთი მეფუტკრის მიერ 1 ტონა თაფლის გატანა ამინდს ვერ შექმნის”. კონსტანტინე ჟღენტის აზრით, მეფუტკრეობა საქართველოში ჩამოყალიბებული ბიზნესი არ არის. საქართველოში არ მოგვარდება პრობლემა, სანამ ,,ხუთი და ათსკიანი მეფუტკრეები" იარსებებენ.
,,ბიზნესსაქმიანობისთვის მინიმუმ 200 სკა მაინც არის საჭირო, რომ მას ხარჯის გაწევა და სწორი მოვლა უღირდეს. ხუთი და ათი სკის მეპატრონე, მომთაბარეობას არ დაიწყებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფუტკრისთვის. მაგ: ჯავახეთის მთებში სათანადო ტემპერატურა მაისში ფიქსირდება, შესაბამისად მცირე მეწარმეები რამდენიმე სკის გამო ხარჯს არ წევენ, აზრი არ აქვს ხუთი სკის გამო ,,პრიცეპის” ქირაობას, სკების დალაგებას და მთაში წაღებას. არადა, ამის გარეშე ხარისხიანი და ბევრი თაფლის მიღება შეუძლებელია”.
საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი იხსენებს, 2015 წელს ENPARD -ის პროექტის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში მუშაობის შედეგს.
,,არაბეთის ნახევარკუნძულზე თაფლი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. უდაბნოა და თაფლზეა განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა. საელჩოს დახმარებითა და ჩვენი ჩართულობით მოვახერხეთ, რომ დაგვეკავშირებინა ქართველი მეფუტკრეები არაბული ბაზრისთვის. გაიგზავნა სამი ნიმუში, აქედან ორზე ითქვა, რომ საერთოდ არ იყო თაფლი. მესამე ე.წ. ალპურ თაფლს რომ ვეძახით, მოეწონათ, მაგრამ მასში შაქრიანობა იყო მეტი. შაქრიანობას ეშველებოდა მაგრამ ბითუმად შესყიდვისთვის 15 ტონა მოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ამდენი თაფლის მოგროვება შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა 8.5 $–ს იხდიდნენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ქართველი მეწარმე ბევრი რამისთვის არ არის მზად”.ასოციაციის ინფრმაციით, საქართველოდან წაბლის თაფლი კონტრაბანდული გზით მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანში ხვდება, რადგან ფალსიფიკაციას ადგილი ამ ქვეყნებშიც აქვს.